пятница, 17 февраля 2017 г.

დიდთოვლობა მარტვილში

               
                    „მალე გაზაფხული მოვა"
  ზამთარში თოვლი არავის გაუკვირდება, მაგრამ ჩახერგილი გზები და ჩაკეტილი სოფლები სასიამოვო გარემოს ნამდვილად არ ქმნის.
    დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ე.წ. ზედა ზონის მოსახლეობა დაუკავშირდა „მარტვილის ხმას". მათ განაცხადეს, რომ სოფლებში მოძრაობა არა თუ შეზღუდული, შეწყვეტილია საერთოდ და, რომ  სურსათის შემოსატანად ვერ ახერხებენ გასვლას. ლებარდის გზის მიმდებარე სოფლებში კი ზვავსაშიშროებაა.
    მოსახლეობა გზის გაწმენდას ითხოვს. მე კი მინდა მათ ვუთხრა, რომ ჯერ მარტვილის ცენტრი უნდა გაიწმინდოს თოვლისგან. მერე კი ხელისუფალნი(!) თუ არა გაზაფხული მაინც მოვა!

Комментариев нет:

Отправить комментарий