მარტვილის კერძო სკოლა „სხივი"-ს დარბაზში ჩატარდა ვლ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე საჯარო სკოლის „შაბათის სკოლის" მარტვილისა და ხონის ფილიალების მოსწავლეთა შეჯიბრება-კონკურსი. რომელსაც ესწრებოდნენ მარტვილისა და ხონის რესურსცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.


შეჯიბრება-კონკურსი შეაფასა ჟიურიმ. მონაწილეებს გადასცეს დიპლომები. ღონისძიებას მხოლოდ შეჯიბრის სახე არ ჰქონდა, გათვლილი იყო მოსწავლეების დამეგობრებაზე.
ბოლოს საზეიმოდ გაჭრეს ტორტი.
შეჯიბრება-კონკურსის ორგანიზატორი იყო მარტვილის ფილიალის მენეჯერი კახა მოსიძე და პედაგოგი შორენა ქავზინაძე.
