вторник, 27 июня 2017 г.

საწვრთნელი ბაზა სოფელ სერგიეთში

   მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ სერგიეთში საზეიმოდ გახსნეს საწვრთნელი ბაზა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარტვილის საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და საფეხბურთო კლუბ „მერანის" ფეხბურთელები.
    მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის ელჩი ზურაბ ხიზანიშვილი.



   საწვრთნელ ბაზაზე მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც ასახული იყო შენობა-ნაგებობის მდგომარეობა რეაბილიტაციამდე, რეაბილიტაციის პროცეში და როგორი იქნება რამოდენიმე თვეში.