понедельник, 21 ноября 2016 г.
ბუტია გამგებელი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ჩვიდმეტი საკრებულოს წარმომადგენელი, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ განთავისუფლებულნი, უზენაესი სასამართლოს განჩინებით აღდგენილ იქნენ თანამდებობებზე. ისინი მუშაობას შეუდგნენ, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავენ გამგებელმა მათ მომჩივნები უწოდა და ბოიკოტი გამოუცხადა.
მოგელი ჯოჯუა. გამგებლის რწმუნებული ტალერის საკრებულოში: „ტალერის საკრებულოში ჯერ კიდევ არაა გაფორმებული ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი. სახელმწიფო კომპიუტერი, რომლის ღირებულება შეადგენს 1087 ლარს არასოდეს არ განთავსებულა საკრებულოს სამუშაო ოთახში, მაგრამ ორ წელზე მეტია საკრებულოს საკუთრებაშია. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორ სხდომაზე მისი მოტანა განხილვის საგანი გახდა, შედეგი არ არის. გამგებელი მომჩივნებს გვიწოდებს და არ გვეკონტაქტება. უარესიც, სპეციალისტებს უკრძალავს ჩვენთან მუშაობას და ურთიერთობას"
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)

Комментариев нет:
Отправить комментарий