понедельник, 3 октября 2016 г.

იუსტიციის მინისტრის უარი ჟურნალისტს!!!

        წინასაარჩევნოდ მინისტრების სტუმრობით მარტვილი განებივრებულია, მაგრამ ჟურნალისტებთან ურთიერთობა არც ერთს არ სურს. მკაცრად გვიშორებენ თავიდან.
       ამ მხრივ განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ შტაბის ფოტოგრაფი გამოირჩევა. მინსტრზე მეტად ჩვენ ვხვდებით მის ფოტოსესიაში. შემდეგ კი შორიდან მუქარით გვიქნევს თავს. რას გვერჩის ის მაინც გვითხრას. ოპონენტი პარტია  უკვირს თუ რა? ასეთი მუქარის შემცველი ზეწოლა არასდროს მიგვრძნია. არადა ჟურნალისტური მუშაობის 13 წლიანი სტაჟი მაქვს.
      ესაა დემოკრატია?! ამ 15 დღის მანძილზე მერამდენედ ვსვამ ამ კითხვას...
      მიპასუხოს „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსმა ან პრესსამსახურმა, რა ხდება მარტვილში? რატომ გვდევნიან ასე? რატომ გეშინიათ ჩვენი გადაღების და ჩაწერის? რას ამბობენ ეს მინისტრები ისეთს, რომ  არ გაშუქდეს?!
      დაცვამ უხეში მოძრაობით გამომაგდო იუსტიციის მინისტრის შეხვედრიდან. მაინც მივაწვდინე ხმა მინისტრს: -ქალბატონო თეა, შეიძლება თქვენთან გასაუბრება?
       - კი, შეიძლება.
და მომიბრუნდა, მაგრამ როგორც კი კამერა და ჩამწერი დაინახა, მხოლოდ ეს გვითხრა:
      - უი, ჟურნალისტები არა!
       !!!!!!!!!!!
რა ხდება ქალბატონო თეა?! 21 - ე საუკუნეა, რატომ ჩაგრავთ ასე ჟურნალისტებს? თუ გეშინიათ კითხვების:
       - რატომ არ დაასაქმეთ ხალხი?
       - რატომ გაგვიზარდეთ გაზის და დენის ტარიფები, რის განახევრებასაც გვპირდებოდი.
       - რატომ კლავენ ქუჩაში ხალხს უმოწყალოდ?
და კიდევ უამრავი სხვა, რაც გვიჭირს და ძალიან გვტკივა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий