Pages
▼
вторник, 15 августа 2017 г.
вторник, 27 июня 2017 г.
საწვრთნელი ბაზა სოფელ სერგიეთში
მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის ელჩი ზურაბ ხიზანიშვილი.
საწვრთნელ ბაზაზე მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც ასახული იყო შენობა-ნაგებობის მდგომარეობა რეაბილიტაციამდე, რეაბილიტაციის პროცეში და როგორი იქნება რამოდენიმე თვეში.
четверг, 25 мая 2017 г.
სახელმწიფოსგან მიტოვებულნი!!!
მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფ. ტალერში იმ ადამიანების ოჯახები გადავიღეთ, რომელთაც სახელმწიფო ადამიანებად არ თვლის. უკანასკნელი იმედის ძაფიც რომ გაუწყვიტეს და შავ-თეთრი ტელევიზორის გამო ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნეს. შესაბამისად ფულადი დახმარებაც, სულ მცირე 30 ლარიც კი!!!
ამ ოჯახიების ფოტოებს ვაქვეყნებთ, დანარჩენი მკითხველისთვის მიგვინდვია.
ამ ოჯახიების ფოტოებს ვაქვეყნებთ, დანარჩენი მკითხველისთვის მიგვინდვია.
пятница, 12 мая 2017 г.
სექტა თუ ვანდალიზმი?!
მარტვილის რაიონის სოფელ ზემო ნაგვაზაოში, ათამდე საფლავი შეურაცხყვეს.
საფლავის ქვებს სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, მსგავსი ფაქტი აქამდე არ მომხდარა. ისინი შესაბამის ორგანოებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
საფლავის ქვებს სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, მსგავსი ფაქტი აქამდე არ მომხდარა. ისინი შესაბამის ორგანოებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
понедельник, 1 мая 2017 г.
სოფელ ვედიდკარის მოსახლეობა სამართლიანობის აღდგენას ითხოვს
ვედიდკარის მოსახლეობა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. გამგებელმა სტუმრები სათათბირო დარბაზში მიიპატიჟა, მათ მშობლიურ (მეგრულად) ენაზე ესაუბრა, მაგრამ საიმედო ვერაფერი უთხრა... ჩვენთან ინტერვიუზე კი უარი განაცხადა!!!
четверг, 13 апреля 2017 г.
კომაროვის სახ. საშაბათე სკოლა მარტვილში

თბილისის ვლ. კომაროვის სახ. 199-ე საჯარო სკოლის მარტვილის საშაბათე სკოლაში - მენეჯერი კახა მოსიძე - ჩატარდა თემატური ღონისძიება. ჟიურმა გამოავლინა გამარჯვებულები და გადასცა სამახსოვრო სჩუქრები. ხოლო ღონისძიების ყველა მონაწილეს გადასცეს სიგელები.ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად გაჭრეს ტორტი „კომაროველები".
სკოლა ფუნქციონირებს რამოდენიმე თვეა, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან მათემატიკისა და უნარების საფუძვლებს.
среда, 12 апреля 2017 г.
დედაენის დღე
დედაენის კვირეული მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, ღია ცის ქვეშ საზეიმოდ აღინიშნა სახელწოდებით „მოგზაურობა ქართული ენის საოცრებათა სამყაროში".
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მარტვილის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულაბათა ცენტრში შემავალმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა. პროგრამა გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით და სახალისო ნომრებით. ეროვნულ სმოსში გამოწყობილი აღსაზრდელები მორიგეობით წარმოადგენდნენ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს. განასახიერეს პერსონაჟები მულტფილმებიდან.
ზეიმი დასრულდა ფეიერვერკების, ფრანების და საჰაერო ბუშტების ფონზე.
воскресенье, 9 апреля 2017 г.
9 აპრილი
დღეს საქართველო 28 წლის წინ - 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს იხსენებს, რომელთაშორისაა მარტვილელი აზა ადამია.გვირგვინებით შეამკეს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი, აზა ადამიას სახელობის N 2 საჯარო სკოლის ეზოში არსებული აზას ბიუსტი.
ასევე დღეს, მარტვილის ცენტრალურ პარკში საქართველოს ეროვნული გმირების: ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბიუსტები საზეიმოდ გაიხსნეს. რომლის ავტორი მოქანდაკე მერაბ მეტრეველი, ხოლო დადგმის ინიციატორია „თავისუფლება, ზვიად გამსახურდიას გზა"-ს ლიდერი ირაკლი ჯამბურია.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა როგორც საერო, ისე საეკლესიო პირები. სტუმართა შორის იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია.
понедельник, 27 марта 2017 г.
სადაო მიწის ფართობი, რომელიც 41 ჰექტარს შეადგენს
ორგზის ოლიმპიური და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი რომან რურუა 41 ჰექტარი მიწის შესყიდვით მშობლიურ სოფელს დაუპირისპირდა. მან სოფ. ვედიდკარში ჯერ იჯარით აიღო მიწა, შემდეგ კი შეისყიდა. რასაც სოფლის მცხოვრებთა განრისხება მოჰყვა.
დაპირისპირება წლებია მიმდინარეობს, მაგრამ მოსახლეობა დღემდე სარგებლობდა საყანე ფართობებით. რომან რურუამ მიწის დამუშავების მიზნით სამი ტრაქტორი შეიყვანა ფართობზე, მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია და არ მისცეს მიწის დამუშავების საშუალება. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოვიდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა. მან განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარება ისე სურს, რომ არც ხალხი გაანაწყენოს და არც მიწის მფლობელი. (აი, თუ არ არის სამჭკუაშვილი!!!).
пятница, 24 марта 2017 г.
სენაკის #2 საგანგებო დანიშნულების ბატალიონის აბაშის რაიონული ორგანიზაციის განცხადება:
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი აბაშის მუნიციპალიტეტში გარკვეული ჯგუფების მიერ, ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ე. წ. "ზვიადისტები" თითქოს მხარს უჭერენ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამგებლის კანდიდატად წარსადგენად. აღნიშნული ჯგუფების მიერ ჩატარებული "გამოკითხვა" არ შეესაბამება სიმართლეს და ასევე აღვნიშნავთ, რომ ზემოთხსენებულ გარკვეულ დაჯგუფებებს არ გააჩნიათ არც უფლებამოსილება და არც ავტორიტეტი ე. წ. "ზვიადისტების" სახელით ლაპარაკისა. ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს ყველაფერი მათ მიერ კეთდება გარკვეული დივიდენდების მოსაპოვებლად და ანგარების სანაცვლოდ. ჩვენ პრეტენზია არ გაგვაჩნია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელის მიმართ, მაგრამ აღნიშნულ ნაბიჯებს ვთვლით ნაადრევად, უფლებამოსილ პირებთან კონსულტაციების გარეშე. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის იდგა და დგას საქართველოს და ეროვნული მოძრაობის სადარაჯოზე. ასევე მზად ვართ მხარში ამოვუდგეთ ნებისმიერ გამოწვევას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: გიორგი საბაშვილი.

пятница, 17 марта 2017 г.
მარტვილში მიმდინარე წლის 8 მარტს მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976
წელს დაბადებული პ.დ. და 1986 წელს დაბადებული რ.მ. ყაჩაღობის,
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და 1940 წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ქალბატონი - მ.ჩ. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, პ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ „აბრეზი“ ამოიღო. რ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 9,0012 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რ.მ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976
წელს დაბადებული პ.დ. და 1986 წელს დაბადებული რ.მ. ყაჩაღობის,
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და 1940 წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ქალბატონი - მ.ჩ. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, პ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ „აბრეზი“ ამოიღო. რ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 9,0012 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რ.მ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.
четверг, 9 марта 2017 г.
ყაჩაღობა მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაგვაზაოში
среда, 8 марта 2017 г.
ყაჩაღობა მარტვილში
понедельник, 20 февраля 2017 г.
„გაყინული" ხელფასი?!
მარტვილის მუნიციპალიტეტში 37 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. თითოეული სკოლისთვის „სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამის" ფარგლებში განხორციელდა მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
პროგრამა წარმატებით მუშაობს. კვლევის შედეგად მოსწავლეთა დასწრება 95%-ია. მაგრამ, რაც შეეხება ნძღოლების ხელფასს, რამოდნიმე თვეა „გაიყინა".
როგორც მიმდინარე წლის ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „დაკა"-ს წარმომადგენელი რაულ თემოკლიძე განგვიმარტავს, 25 რიცხვამდე ხელფასები დაერიცხებათ.
იმედია „ყინული" გალღვება!!!

пятница, 17 февраля 2017 г.
დიდთოვლობა მარტვილში
„მალე გაზაფხული მოვა"
ზამთარში თოვლი არავის გაუკვირდება, მაგრამ ჩახერგილი გზები და ჩაკეტილი სოფლები სასიამოვო გარემოს ნამდვილად არ ქმნის.
დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ე.წ. ზედა ზონის მოსახლეობა დაუკავშირდა „მარტვილის ხმას". მათ განაცხადეს, რომ სოფლებში მოძრაობა არა თუ შეზღუდული, შეწყვეტილია საერთოდ და, რომ სურსათის შემოსატანად ვერ ახერხებენ გასვლას. ლებარდის გზის მიმდებარე სოფლებში კი ზვავსაშიშროებაა.
მოსახლეობა გზის გაწმენდას ითხოვს. მე კი მინდა მათ ვუთხრა, რომ ჯერ მარტვილის ცენტრი უნდა გაიწმინდოს თოვლისგან. მერე კი ხელისუფალნი(!) თუ არა გაზაფხული მაინც მოვა!