დედაენის კვირეული მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, ღია ცის ქვეშ საზეიმოდ აღინიშნა სახელწოდებით „მოგზაურობა ქართული ენის საოცრებათა სამყაროში".
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მარტვილის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულაბათა ცენტრში შემავალმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა. პროგრამა გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით და სახალისო ნომრებით. ეროვნულ სმოსში გამოწყობილი აღსაზრდელები მორიგეობით წარმოადგენდნენ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს. განასახიერეს პერსონაჟები მულტფილმებიდან.
ზეიმი დასრულდა ფეიერვერკების, ფრანების და საჰაერო ბუშტების ფონზე.



Комментариев нет:
Отправить комментарий