დღეს საქართველო 28 წლის წინ - 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს იხსენებს, რომელთაშორისაა მარტვილელი აზა ადამია.გვირგვინებით შეამკეს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი, აზა ადამიას სახელობის N 2 საჯარო სკოლის ეზოში არსებული აზას ბიუსტი.
ასევე დღეს, მარტვილის ცენტრალურ პარკში საქართველოს ეროვნული გმირების: ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბიუსტები საზეიმოდ გაიხსნეს. რომლის ავტორი მოქანდაკე მერაბ მეტრეველი, ხოლო დადგმის ინიციატორია „თავისუფლება, ზვიად გამსახურდიას გზა"-ს ლიდერი ირაკლი ჯამბურია.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა როგორც საერო, ისე საეკლესიო პირები. სტუმართა შორის იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია.



Комментариев нет:
Отправить комментарий