понедельник, 27 марта 2017 г.

სადაო მიწის ფართობი, რომელიც 41 ჰექტარს შეადგენს

    ორგზის ოლიმპიური და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი რომან რურუა 41 ჰექტარი მიწის შესყიდვით მშობლიურ სოფელს დაუპირისპირდა. მან სოფ. ვედიდკარში ჯერ იჯარით აიღო მიწა, შემდეგ კი შეისყიდა. რასაც სოფლის მცხოვრებთა განრისხება მოჰყვა.  
  დაპირისპირება წლებია მიმდინარეობს, მაგრამ მოსახლეობა დღემდე სარგებლობდა საყანე ფართობებით. რომან რურუამ მიწის დამუშავების მიზნით სამი ტრაქტორი შეიყვანა ფართობზე,  მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია და არ მისცეს მიწის დამუშავების საშუალება. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოვიდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა. მან განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარება ისე სურს, რომ არც ხალხი გაანაწყენოს და არც მიწის მფლობელი.    (აი, თუ არ არის სამჭკუაშვილი!!!).
 

Комментариев нет:

Отправить комментарий