пятница, 24 марта 2017 г.

სენაკის #2 საგანგებო დანიშნულების ბატალიონის აბაშის რაიონული ორგანიზაციის განცხადება:

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი აბაშის მუნიციპალიტეტში გარკვეული ჯგუფების მიერ, ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ე. წ. "ზვიადისტები" თითქოს მხარს უჭერენ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამგებლის კანდიდატად წარსადგენად. აღნიშნული ჯგუფების მიერ ჩატარებული "გამოკითხვა" არ შეესაბამება სიმართლეს და ასევე აღვნიშნავთ, რომ ზემოთხსენებულ გარკვეულ დაჯგუფებებს არ გააჩნიათ არც უფლებამოსილება და არც ავტორიტეტი ე. წ. "ზვიადისტების" სახელით ლაპარაკისა. ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს ყველაფერი მათ მიერ კეთდება გარკვეული დივიდენდების მოსაპოვებლად და ანგარების სანაცვლოდ. ჩვენ პრეტენზია არ გაგვაჩნია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელის მიმართ, მაგრამ აღნიშნულ ნაბიჯებს ვთვლით ნაადრევად, უფლებამოსილ პირებთან კონსულტაციების გარეშე. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის იდგა და დგას საქართველოს და ეროვნული მოძრაობის სადარაჯოზე. ასევე მზად ვართ მხარში ამოვუდგეთ ნებისმიერ გამოწვევას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: გიორგი საბაშვილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий