30 სექტემბერი, მარტვილი
ნიუსის წარმომადგენლები მთელი დღე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს ველოდით. რამდენჯერაც მივმართეთ გამგებლის მდივანს იმდენჯერაც გაწბილებული გამოვედით - ,,გასულია, არვიცი როდის მოვა“. გამგებლის მოადგილემ როგორც გამოგვიცხადა(!) არ უყვარს ,,კომენტარების’’ გაკეთება.
ვის მივმართოთ?!
დღეს, 30 სექტემბერს, მარტვილი ნიუსის წარმომადგენლები შევდივართ გამგეობაში რამოდენიმეჯერ და 164 საშტატო ერთეულის მქონე კოლექტივში პასუხის გამცემი არავინაა!!!
დღეს, 30 სექტემბერს, მარტვილი ნიუსის წარმომადგენლები შევდივართ "ქართული ოცნების" შტაბში... აი, აქ კი გადაგვამისამართეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრეს სამსახურთან. რომელთანაც მხოლოდ სატელეფონო საუბარი შევძელით. მან გვთხოვა კითხვები წინასწარ ყოფილიყო ცნობილი, რომელიც უნდა დავუსვათ დეპუტატობის კანდიდატს. კითხვების ჩამოყალიბების შემდეგ გვითხრა, რომ პასუხი არიცის როდის იქნება მზად რადგან დეპუტატობის კანდიტატი შეხვედრებზეა.
-ნეტა ეს მხოლოდ მარტვილში ხდება თუ სხვაგანაც?!
Комментариев нет:
Отправить комментарий