Pages

среда, 16 декабря 2015 г.

ყაჩაღობა მარტვილში


რამოდენიმე დღის წინ მარტვილის რაიონ სოფ აბედათში კინტირაიების ოჯახს თავს დაესხა ორი შეიარაღებული პირი

თავდამსხმელები ოჯახს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხელფეხი შეუკრეს, წაიღეს 300 ლარი, ოქროულობა და მერსედესის მარკის ავტომანქანა.


ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. საქმე აღძრულია ყაჩაღობის მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება.

суббота, 28 ноября 2015 г.

მკვლელობა მარტვილში


   მარტვილის რაიონ  სოფელ ნახუნაოში შელაპარაკების ნიადაგზე 63 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ორი თანასოფლელი დაჭრა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე გადაყვანილია საავადმყოფოში.

   სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

четверг, 17 сентября 2015 г.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

ერთი დოლარი - 2.44 ლარი - ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა



საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ წლის მაქსიმუმს მიაღწია და 2.4414 ლარი გახდა, რაც არსებულ კურსზე 0.0104 პუნქტით მეტია. 
ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7634 ლარად იქნება შესაძლებელი, რაც არსებულ კურსზე 0.0339 ლარით მეტია.

პრეზიდენტი უგულავას სარჩელზე:


„საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიგი უგულავას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.


„სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა, ადამიანის უზენაესი უფლებების დაცვა. მართლმსაჯულების მიზანიც სწორედ ამ უზენაეს უფლებათ უზრუნველყოფაშია.
საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები უნდა იდგნენ ამ უფლებათა სადარაჯოზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ.
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, აღსრულების პროცესს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის, გიგი უგულავას დაცვის მხარის მოსაზრება, რომ სადავო ნორმა იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

вторник, 15 сентября 2015 г.

აქცია ტალერში - ნაზი ღურწკაიამ გზა გადაკეტა

 თითქმის ერთი საათის განმავლობაში მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ტალერში ცენტრალურ გზაზე მოზრაობა შეჩერებული იყო. აქცია ამავე სოფლის მკვიდრმა ნაზი ღურწკაიამ მოაწყო. სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ მოძრაობა აღსდგა.
 როგორც ნაზი ღურწკაია აცხადებს, მისი ოჯახი 1993 წელს გაძარცვეს, გაიყვანეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და მოიპარეს 130 ლიტრი თაფლი. მან სამართალდამცავებს მას შემდეგ მიმართა, რაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
 ,,პოლიციას რომ მივმართე რა გამიკეთა? მე დამსვეს განსასჯელის სკამზე, რისთვისაც ჩემმა მეუღლემ თავი მოიკლა".
 ქურდობაში ეჭვმიტანილი სოფელ ტალერის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი კოალიცია ქართული ოცნებიდან გოჩა ლაშხია გახლავთ. მისგან ინტერვიუს აღება არცისე იოლი აღმოჩნდა, ის მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
 ,,თუ ბრალს მდებს შეიტანოს საჩივარი, მე მზად ვარ ვუპასუხო, ბევრი საჩივარია შეტანილი, მაგრამ... მე არანაირი ბრალი არ მიმიძღვის ამ საქმეში".
1993 წლის შემდეგ ნაზი ღურწკაიას საქმე განიხილება, განიხილება და დასასრული არ უჩანს. ის უვადო შიმშილობის გამოცხადებით იმუქრება. 

суббота, 12 сентября 2015 г.

ქვეყანა ზღვაში ჩავარდნილ ხალხს ჰგავს, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის!

 შეასრულა თუ არა ,,ოცნებამ" დანაპირები?! ამ კითხვას დღეს ძალიან ბევრი სვამს. ,,მარტვილის ხმა" ესაუბრა ყოფილ პოლიტ. პატიმარს, ეროვნული მოძრაობის ვეტერანს, პოეტ ალექსანდრე (ჯემალ) ჯღარკავას.

 ბატონი ალექსანდრე წინა ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა, დღეს კი აღნიშნავს, რომ ,,მოსვლიდან სამ თვეში გამოავლინეს, რომ არანაკლები ,,ნაციონალები" გამოდგნენ. კი არა და გადააჭარბეს კიდეც''.

 ალექსნდრე ჯღარკავა გულისტკივილს გამოთქვამს უცხოელებზე მიწის გაყიდვის საკითხზე: ,,როგორ შეიძლება უცხოელზე მიწა გაყიდო, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს საკუთარი მიწის ფართობი არ გააჩნია. ქვეყანას გადარჩენა უნდა, ზღვაში ჩავარდნილ ხალხს ვგავართ".

 მიწის გაყიდვის შესახებ დავუკავშირდით ხელისუფლებაში მოსვლამდე აქციის აქტიურ მონაწილეს, ახლა მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორს გიორგი ყურუას, რომელმაც თანამდებობაზე ყოფნის გამო ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განგვიცხადა.