четверг, 13 апреля 2017 г.

კომაროვის სახ. საშაბათე სკოლა მარტვილში



თბილისის ვლ. კომაროვის სახ. 199-ე საჯარო სკოლის მარტვილის საშაბათე სკოლაში - მენეჯერი კახა მოსიძე - ჩატარდა თემატური ღონისძიება. ჟიურმა გამოავლინა გამარჯვებულები და გადასცა სამახსოვრო სჩუქრები. ხოლო ღონისძიების ყველა მონაწილეს გადასცეს სიგელები.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად გაჭრეს ტორტი „კომაროველები".



სკოლა ფუნქციონირებს რამოდენიმე თვეა, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან მათემატიკისა და უნარების საფუძვლებს.

среда, 12 апреля 2017 г.

დედაენის დღე

დედაენის კვირეული მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, ღია ცის ქვეშ საზეიმოდ აღინიშნა სახელწოდებით „მოგზაურობა ქართული ენის საოცრებათა სამყაროში".
   ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მარტვილის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულაბათა ცენტრში შემავალმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა. პროგრამა გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით და სახალისო ნომრებით. ეროვნულ სმოსში გამოწყობილი აღსაზრდელები მორიგეობით წარმოადგენდნენ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს. განასახიერეს პერსონაჟები მულტფილმებიდან.
    ზეიმი დასრულდა ფეიერვერკების, ფრანების და საჰაერო ბუშტების ფონზე.
     ბოლოს კი ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრად გადასცეს არჩილ სულაკაურის გამოცემა „ქართული ანბანი".






воскресенье, 9 апреля 2017 г.

9 აპრილი

     დღეს საქართველო 28 წლის წინ - 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს იხსენებს, რომელთაშორისაა მარტვილელი აზა ადამია.
     გვირგვინებით შეამკეს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი, აზა ადამიას სახელობის N 2 საჯარო სკოლის ეზოში არსებული აზას ბიუსტი.




    ასევე დღეს, მარტვილის ცენტრალურ პარკში საქართველოს ეროვნული გმირების: ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბიუსტები საზეიმოდ გაიხსნეს. რომლის ავტორი მოქანდაკე მერაბ მეტრეველი, ხოლო დადგმის ინიციატორია „თავისუფლება, ზვიად გამსახურდიას გზა"-ს ლიდერი ირაკლი ჯამბურია.
    გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა როგორც საერო, ისე საეკლესიო პირები. სტუმართა შორის იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია.