დაპირისპირება წლებია მიმდინარეობს, მაგრამ მოსახლეობა დღემდე სარგებლობდა საყანე ფართობებით. რომან რურუამ მიწის დამუშავების მიზნით სამი ტრაქტორი შეიყვანა ფართობზე, მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია და არ მისცეს მიწის დამუშავების საშუალება. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოვიდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა. მან განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარება ისე სურს, რომ არც ხალხი გაანაწყენოს და არც მიწის მფლობელი. (აი, თუ არ არის სამჭკუაშვილი!!!).
Pages
▼
понедельник, 27 марта 2017 г.
სადაო მიწის ფართობი, რომელიც 41 ჰექტარს შეადგენს
ორგზის ოლიმპიური და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი რომან რურუა 41 ჰექტარი მიწის შესყიდვით მშობლიურ სოფელს დაუპირისპირდა. მან სოფ. ვედიდკარში ჯერ იჯარით აიღო მიწა, შემდეგ კი შეისყიდა. რასაც სოფლის მცხოვრებთა განრისხება მოჰყვა.
пятница, 24 марта 2017 г.
სენაკის #2 საგანგებო დანიშნულების ბატალიონის აბაშის რაიონული ორგანიზაციის განცხადება:
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი აბაშის მუნიციპალიტეტში გარკვეული ჯგუფების მიერ, ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ე. წ. "ზვიადისტები" თითქოს მხარს უჭერენ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამგებლის კანდიდატად წარსადგენად. აღნიშნული ჯგუფების მიერ ჩატარებული "გამოკითხვა" არ შეესაბამება სიმართლეს და ასევე აღვნიშნავთ, რომ ზემოთხსენებულ გარკვეულ დაჯგუფებებს არ გააჩნიათ არც უფლებამოსილება და არც ავტორიტეტი ე. წ. "ზვიადისტების" სახელით ლაპარაკისა. ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს ყველაფერი მათ მიერ კეთდება გარკვეული დივიდენდების მოსაპოვებლად და ანგარების სანაცვლოდ. ჩვენ პრეტენზია არ გაგვაჩნია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელის მიმართ, მაგრამ აღნიშნულ ნაბიჯებს ვთვლით ნაადრევად, უფლებამოსილ პირებთან კონსულტაციების გარეშე. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის იდგა და დგას საქართველოს და ეროვნული მოძრაობის სადარაჯოზე. ასევე მზად ვართ მხარში ამოვუდგეთ ნებისმიერ გამოწვევას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: გიორგი საბაშვილი.

пятница, 17 марта 2017 г.
მარტვილში მიმდინარე წლის 8 მარტს მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976
წელს დაბადებული პ.დ. და 1986 წელს დაბადებული რ.მ. ყაჩაღობის,
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და 1940 წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ქალბატონი - მ.ჩ. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, პ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ „აბრეზი“ ამოიღო. რ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 9,0012 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რ.მ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976
წელს დაბადებული პ.დ. და 1986 წელს დაბადებული რ.მ. ყაჩაღობის,
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და 1940 წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ქალბატონი - მ.ჩ. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, პ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ „აბრეზი“ ამოიღო. რ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 9,0012 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.