Pages

среда, 23 ноября 2016 г.

მერანმა თასი ვერ მოიპოვა

  ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სრული ანშლაგი იყო. სადაც დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალი გაიმართა. ერთმანეთს მარტვილის,,მერანი" და ქუთაისის ,,ტორპედო" შეხვდა.
  თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. აღასანიშნავია, რომ „მერანი" არსებობიდან თასის ფინალში პორველად იბრძოდა. მიუხედავად დიდი მონდომებისა „მერანი" ტორპედოსთან დამარცხდა ანგარიშით: 2-1.

დამარცხებამ გულშემატკივრებში იმედგაცრუება გამოიწვია.
  გია ქიქავა. „მერანის" გულშემატკივარი:  ,,გამარჯვების მოლოდინი ძალიან დიდი გვქონდა, თუმცა მერანმა ეს ვერ მოახერხა, მთავარია ფინალში ღირსეულად იასპარეზა".
მერანის ფეხბურთელი თვლის, რომ მიზნამდე ცოტა დააკლდათ და მადლობას უხდის გულშემატკივრებს.
      აკაკი შულაია. „მერანის" ფეხბურთელი:  „პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ ჩვენი თამაშის წაყვანა, რასაც მეორე ტაიმზე ვერ ვიტყვით, რადგან მეორე ტაიმში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო, უბრალოდ რაღაც დაგვაკლდა მიზნის მისაღწევად, მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისთვის, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს, ასევე მადლობა მათ ვინც ვერ მოახერხა მოსვლა, მაგრამ გვგულშემატკივრობდა".
   /მოგვაწოდა აკო ქიქავამ/

понедельник, 21 ноября 2016 г.

ბუტია გამგებელი


   მარტვილის მუნიციპალიტეტის ჩვიდმეტი  საკრებულოს წარმომადგენელი, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ განთავისუფლებულნი, უზენაესი სასამართლოს განჩინებით აღდგენილ იქნენ თანამდებობებზე. ისინი მუშაობას შეუდგნენ, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავენ გამგებელმა მათ მომჩივნები უწოდა და ბოიკოტი გამოუცხადა.
   მოგელი ჯოჯუა. გამგებლის რწმუნებული ტალერის საკრებულოში: „ტალერის საკრებულოში ჯერ კიდევ არაა გაფორმებული ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი. სახელმწიფო კომპიუტერი, რომლის ღირებულება შეადგენს 1087 ლარს არასოდეს არ განთავსებულა საკრებულოს სამუშაო ოთახში, მაგრამ ორ წელზე მეტია საკრებულოს საკუთრებაშია. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორ სხდომაზე მისი მოტანა განხილვის საგანი გახდა, შედეგი არ არის. გამგებელი მომჩივნებს გვიწოდებს და არ გვეკონტაქტება. უარესიც, სპეციალისტებს უკრძალავს ჩვენთან მუშაობას და ურთიერთობას"

воскресенье, 6 ноября 2016 г.

სამართლიანობა აღდგა(?!)

    2012 წლის არჩევნებით ხელისუფლებაში მოსულმა ქართულმა ოცნებამ ე.წ. „პარტიული წმენდა" ჩაატარა. რასაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულების განთავისუფლებაც მოჰყვა.
     დაზარალებულმა მხარემ სასამრთლოს მიმართა...
     უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით განთავისუფლებული რწმუნებულები უნდა აღდგენილიყვნენ თანამდებობებზე მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე. მათი აღდგენა კი მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს მოხდა
. განაცდური ჯერ არ მიუღიათ.
     გოჩა ჯიქია. გამგებლის წარმომადგენელი სოფ. ონოღიაში:  „ბრძანება დაიწერა 2016 წლის პირველ ნოემბერს. ყველა განთავისუფლებული რწმუნებული დაუბრუნდა თანამდებობას და შეუდგა მოვალეობის შესრულებას. ამჟამად მიმდინარეობს ინვენტარიზაციის მიღება-ჩაბარების პროცესი.
    დავა ისევ გრძელდება სასამართლოში, რადგან ოთხ თვეზე მეტია გასული სასამართლო გადაწყვეტილებიდნ და ამ პერიოდის განაცდურის დარიცხვაზე გამგეობა უარს ამბობს. ადვოკატს სარჩელი მზად აქვს და დღე-დღეზე შეიტანს სასამართლოში. აგრეთვე მიდის მასალების შეგროვება მორალური ზიანის მიყენების გამო სარჩელის მოსამზადებლად."

среда, 2 ноября 2016 г.

პირველი ლიგიდან თასის ფინალამდე!

     მარტვილის „მერანი" საქართველოს თასის ფინალშია!
 დღეს მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახ. სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალი გაიმართა. ერთმანეთს შეხვდა მარტვილის „მერანი და საჩხერეს „ჩიხურა". მატჩი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მერანმა უმაღლეს ლიგაში პირველ ადგილზე მყოფი გუნდი ანგარიშით -  3:0 დაამარცხა.
   აკაკი შულაია („მერანის" ფეხბურთელი): -რამდენადაც ვიცი მარტვილი არასოდეს არ ყოფილა თასის ფინალში. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს. ჩვენ ისინი გვაძლიერებს და ვპირდებით, რომ თასის მფლობელი გავხდებით"
   მარტვილის გუნდი პირველ ლიგაში ასპარეზობს. გუნდი, რომელიც რამოდენიმე თვის წინ სკანდლში იყო გახვეული. მიუხედავად  ბევრი წინააღმდეგობისა „მერანი" წინ მიიწევს.
    22 ნოემბერს მარტვილის „მერანი" დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალში ქუთაი
სის „ტორპედოს" დაუპირისპირდება.

пятница, 7 октября 2016 г.

საკრებულოს თავმჯდომარის მუქარა ჟურნალისტს

                    უარესს გაგიკეთებთ!!!
  წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ მდ. ნოღელას ხიდს გმირის - გელა ჭედიას სახელი მიანიჭა. გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლები ესწრებოდნენ. ჩვენი დანახვისთანავე გამგებელს გაუჩნდა კითხვა:
      - „როგორ იღებთ ამას, ცუდად თუ კარგად?"
       -როგორ ფიქრობთ? გმირის სახელობის ხიდს ხსნით და როგორ უნდა გადავიღოთ?!
      ამით დასრულდა ჩემი და გამგებლის დიალოგი. მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარის, ალექსი გაბისონიას აგრესიამ მოლოდინს გადააჭარბა. გაიძაოდა - „რატომ იღებთ? ვინ ხართ? აქ  რა გინდათ? ნაციონალებს უდგეხართ გვერდით, ისინი ქვეყნის მტრებია!
     რა შუაში იყო აქ რომელიმე პარტიის ხსენება?! გელა ჭედიამ პარტიას შეწირა თავი თუ სამშობლოს?! მიპასუხეთ ბატონო ალექსი!!!
     ყველაზე მთავარი აქ  ალექსი გაბისონიას აგრესიით ნათქვამი სიტყვებია: „უარესს გაგიკეთებთ!"
    მურმან წოწორიამ კი პროვოკატორი გვიწოდა და ისიც იკადრა გაათრიეთ აქედანო.
    -თქვენ არ იყო „ბატონო" მურმან 2012 წელს, წინასაარჩევნოდ სიძულვილით სავსე ლექსი მიუძღვენით ბიძინა ივანიშვილს?!
    მურმან წოწრიას „ყვარყვარეობა" რაიონის ფარგლებს გასცდა, ყველამ იცის მისი „ავტორიტეტი"(!)  დაბადებიდან დღემდე პარტიებს იცვლის. ამაზე ბევრის წერა შეიძლება, მაგრამ დღეს საკრებულოს თავმჯდომარის აგრესიამ უფრო გაკვირვებული დაგვტოვა.
     ელემენტარული კულტურაა იმისთვის საჭირო, რომ გმირის ხსოვნას მიაგო პატივი, ესეც ვერ დაიტია, იქ დაიწყო პარტიული გარჩევა!!!
     სირცხვილია ბატონო ალექსი! ხვალ არჩევნებია, ძალიან შეშინებული ხართ. აგრესიულიც.  გამიკვირდა!
 

среда, 5 октября 2016 г.

"ნაციონალების" კარდაკარი და "ოცნების" მინისტრები!!!



მაშინ, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი ზაალ გოროზია მოსახლეობას კარდაკარ ხვდება, მათ პრობლემებს ეცნობა, ინიშნავს და გეგმას სახავს მის აღმოსაფხვრელად,




"ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ოთარ დანელია მინისტრების თანხლებით ხვდება დაგეგმილად შეკრებილ საჯარო ან სხვა დაწესებულებაში დასაქმებულ თანამშრომლებს. მას არცკამერული მუსიკის ფესტივალი დარჩენია უყურადღებოდ(!), რომელიც სალხინოში, დადიანების სასახლის ეზოში ჩატარდა და განკუთვნილი იყო "პოლიტიკური ელიტისთვის".

понедельник, 3 октября 2016 г.

2012 წლის არჩევნებამდე დაწერლი ლექსი. ავტორი მურმან წოწორია

     „ივანიშვილის გაშვებულმა რუსული გაზის სუნმა მარტვილამდეც მოაღწია. ნუ ჩაისუნთქვათ! სასიკვდილოა!" /მურმან წოწორია/


                                                   
საქართველოს ღალატია
       
საქართველოს ღალატია       
გელანდებათ პუტინი და
კომუნისტთა პარტია.
რუსის გაზის სუნმა იცის
ალბათტკბილი ღუტუნი,
ინტერნეტში თუ გაზეთში
ისმის თქვენი ღრუტუნი.
თუ არ გჯერათ - დაგაჯერებთ,
რომ ლენინი მკვდარია,
შუბლზე დროშა გაიკეთეთ,
უკან მისინტარია.
ყველამ იცით, რასაც ელით
 და ფულისთვის ირცხევენთ პირსა,
მოვ...ნ თქვენი დამკვეთი და
მასთან მისი მომწონიცა.

 /მურმან წოწორია. მარტვილის მუნიციპალიტეტის სპორტის, ახალგაზრდობის, ძეგლთა დაცვის და კულტურის ხელმძღვანელი/


იუსტიციის მინისტრის უარი ჟურნალისტს!!!

        წინასაარჩევნოდ მინისტრების სტუმრობით მარტვილი განებივრებულია, მაგრამ ჟურნალისტებთან ურთიერთობა არც ერთს არ სურს. მკაცრად გვიშორებენ თავიდან.
       ამ მხრივ განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ შტაბის ფოტოგრაფი გამოირჩევა. მინსტრზე მეტად ჩვენ ვხვდებით მის ფოტოსესიაში. შემდეგ კი შორიდან მუქარით გვიქნევს თავს. რას გვერჩის ის მაინც გვითხრას. ოპონენტი პარტია  უკვირს თუ რა? ასეთი მუქარის შემცველი ზეწოლა არასდროს მიგვრძნია. არადა ჟურნალისტური მუშაობის 13 წლიანი სტაჟი მაქვს.
      ესაა დემოკრატია?! ამ 15 დღის მანძილზე მერამდენედ ვსვამ ამ კითხვას...
      მიპასუხოს „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსმა ან პრესსამსახურმა, რა ხდება მარტვილში? რატომ გვდევნიან ასე? რატომ გეშინიათ ჩვენი გადაღების და ჩაწერის? რას ამბობენ ეს მინისტრები ისეთს, რომ  არ გაშუქდეს?!
      დაცვამ უხეში მოძრაობით გამომაგდო იუსტიციის მინისტრის შეხვედრიდან. მაინც მივაწვდინე ხმა მინისტრს: -ქალბატონო თეა, შეიძლება თქვენთან გასაუბრება?
       - კი, შეიძლება.
და მომიბრუნდა, მაგრამ როგორც კი კამერა და ჩამწერი დაინახა, მხოლოდ ეს გვითხრა:
      - უი, ჟურნალისტები არა!
       !!!!!!!!!!!
რა ხდება ქალბატონო თეა?! 21 - ე საუკუნეა, რატომ ჩაგრავთ ასე ჟურნალისტებს? თუ გეშინიათ კითხვების:
       - რატომ არ დაასაქმეთ ხალხი?
       - რატომ გაგვიზარდეთ გაზის და დენის ტარიფები, რის განახევრებასაც გვპირდებოდი.
       - რატომ კლავენ ქუჩაში ხალხს უმოწყალოდ?
და კიდევ უამრავი სხვა, რაც გვიჭირს და ძალიან გვტკივა. 

суббота, 1 октября 2016 г.

დეპუტატობის კანდიდატი მედია საშუალებებს თავს არიდებს


  თუმცა არიდებს კარგი სიტყვაა. მისი შტაბის წარმომადგენლები მარტვილი-ნიუსის მიმართ განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩევიან. თავზე  დადგომით, ე.წ. „ნაგლად" გვიღებენ ფოტოებს და თან დაგვძახიან: „რატომ იღებთ, ვიცით ვინცა ხართ!"
   ნეტა ვინ ვართ? მტრები უცხო ქვეყნიდან შემოსული თუ ვინ?!
   არაობიექტურად რა დავწერეთ ან გავაშუქეთ?! რომელიმე აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი მიგვითითეთ, რომელიც სიყალბეა.
    კითხვის დასასმელად ახლოს არ გვიკარებთ, თორემ კითხვები ძალიან ბევრი გვაქვს. აქედან ორიოდ გვაინტერესებს ამ ეტაპზე;
     ქართულო ოცნებავ! სად არის თქვენს მიერ დაპირებული დენის და გაზის განახევრებული ტარიფები?! პირიქით, კიდევ გაზარდეთ. დღეს კი გაიძახით, კერძო კომპანიაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ტარიფები ვაკონტროლოთო. ეს არჩევნებამდე არ იცოდით?! სანამ ატყუებთ მოსახლეობას?!
     პრემიები, დანამატები, გაზრდილი ხელფასები - ოღონდ ჩინოვნოკების. ესაა თქვენი ოთხწლიანი მუშაობა!!!
 სადაა დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება?! რატომ გაურბით ჟურნალისტებს??? რატომ არ გაქვთ კითხვებზე(!) პასუხი???
 რამოდენიმე დღეა ვცდილობთ დეპუტატობის კანდიდატს  დავუკავშირდეთ. ვერ და ვერ...!!! შეხვედრაზე ძლივს მოვასწარით კითხვის დასმა.
     -რას იტყვით ყოფილი რწმუნებულების აღდგენაზე?     -საქმის კურსში არ ვარ.   გავიკვირვე.  შემდეგ თქვა, რომ საქმის კურსში კი არის, მაგრამ დეტალებში არ არის გარკვეული.
     ბატონო ოთარ! როგორ აპირებთ დეპუტატობას, როცა რაიონის 21-დან 18 სოფლის რწმუნებული აღადგინა უზენაესმა სასამართლომ. ადგილობრივ ხელისუფლებას საქმის გაჭიანურებასა და ბიუჯეტის გაფლანგვას ედავებიან და თქვენ ამბობთ დეტალებში ვერ ვერკვევიო?!
     გვქონდეს თქვენი იმედი???

ჯანდაცვის მინისტრის პოლიტიკური მოწოდებები!!!

       

      მარტვილის ტ. ხუხუას სახ. კულტურის სახლი ჯანდაცვის მინისტრს მასპინძლობდა. შეხვედრას მედიცინის მუშაკები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად სცენაზე მარტვილის მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატიც იყო. შეხვედრა პოლიტიკური მოწოდებებით დაიწყო და პოლიტიკური მოწოდებებით დასრულდა.
     რამდენად მიზანშეწონილია  პოლიტიკური მოწოდებები, როდესაც როდესაც მინისტრი თავისი სტრუქტურის წარმომადგენლებს ხვდება და მედიცინის მუშაკები სვამენ კითხვებს პირობების გაუმჯობესებაზე და არა პოლიტიკაზე. ამ დროს მინისტრი მოუწოდებს მათ მხარი დაუჭირონ დეპუტატობის კანდიდატს  ქართული  ოცნებიდან.
     ეს იყო მინისტრის მიზანმიმართული შეხვედრა მედიკოსებთან.

მთელი დღე გამგებლის მოლოდინში...

 30 სექტემბერი, მარტვილი

   ნიუსის წარმომადგენლები მთელი დღე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს ველოდით. რამდენჯერაც მივმართეთ გამგებლის მდივანს იმდენჯერაც გაწბილებული გამოვედით - ,,გასულია, არვიცი როდის მოვა“. გამგებლის მოადგილემ როგორც გამოგვიცხადა(!) არ უყვარს ,,კომენტარების’’ გაკეთება.


ვის მივმართოთ?!


   დღეს, 30 სექტემბერს, მარტვილი ნიუსის წარმომადგენლები შევდივართ გამგეობაში რამოდენიმეჯერ და 164 საშტატო ერთეულის მქონე კოლექტივში პასუხის გამცემი არავინაა!!!
   დღეს, 30 სექტემბერს, მარტვილი ნიუსის წარმომადგენლები შევდივართ "ქართული ოცნების" შტაბში... აი, აქ კი გადაგვამისამართეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრეს სამსახურთან. რომელთანაც მხოლოდ სატელეფონო საუბარი შევძელით. მან გვთხოვა კითხვები წინასწარ ყოფილიყო ცნობილი, რომელიც უნდა დავუსვათ დეპუტატობის კანდიდატს. კითხვების ჩამოყალიბების შემდეგ გვითხრა, რომ პასუხი არიცის როდის იქნება მზად რადგან დეპუტატობის კანდიტატი შეხვედრებზეა.
    -ნეტა ეს მხოლოდ მარტვილში ხდება თუ სხვაგანაც?!


пятница, 30 сентября 2016 г.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პედაგოგებს შეხვდა... მაჟორიტარი კანდიდატი „უკეთესი“ შეკითხვის მოლოდინში...


2016 წლის 29 სექტემბერს 20:00 საათზე მარტვილის . ხუხუას სახელობის კულტურის სახლში სრული ანშლაგი იყო. მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა.მან ზოგადად ისაუბრა განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე. შეკითხვა მინისტრისთვის არავის დაუსვამს. ერთ-ერთი გაუქმებული სკოლის პედაგოგების გულისტკივილი ჩვენ მივიტანეთ მინისტრამდე შეკითხვით:

   - შესაძლებელია თუ არა სკოლის აღდგენა?
   - შესაძლებელია.
    -გაგრძელდება თუ არა სკოლების შემცირება?
    - ესეც შესაძლებელია.
    სცენაზე ლექციის სტილში კარგი მინისტრი, მთლად სახარბიელო რესპონდენტი ვერ აღმოჩნდა.
    შეხვედრას მარტვილის რამოდენიმე სოფლის გამგებლის წარმომადგენელიც ესწრებოდა. ასევე ესწრებოდა დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ოთარ დანელია. ის ჩვენმა შეკითხვამ, ეს შეხვედრა იყო თუ არა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, ძალიან გააღიზიანა და ბრაზით მოგვიგო: - უკეთესი კითხვა ვერ მოიფიქრეთ?!

    ვერ მოვიფიქრეთ ბატონო ოთარ! თქვენი ხელისუფლება ხომ ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევს!!!

среда, 28 сентября 2016 г.

ნინო ბურჯანაძე მარტვილში


   დღეს მარტვილელ ამომრჩეველს ნინო ბურჯანაძე შეხვდა. უპასუხა მათ შეკითხვებს. ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
   „ჩვენი ამოცანაა ქვეყანა გავამთლიანოთ. საქართველო გამთლიანების გარეშე ვერ იქნება სრულყოფილად ფეხზე დამდგარი.
   ამ არჩევნებში გამარჯვებისთანავე დავიწყებთ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას. ამავდროულად ვიზრუნებთ, რომ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან პირდაპირი დიალოგი იყოს და საბოლოო ჯამში მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი."
    ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას.
    „არ ვაპირებ გაწევრიანებას ნატოში და არც სხვა ორგანიზაციაში. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ რუსული სამხედრო ბაზები გავიდნენ საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ ურთიერთობა გვექნება დასავლეთთანაც და აღმოსავლეთთანაც, მაგრამ ჩრდილოეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე საქართველო თავის პრობლემებს ვერ მოაგვარებს"

суббота, 17 сентября 2016 г.

პროტესტი მარტვილში

        დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა და 2013 წელს განთავსუფლებულმა სოფლის რწმუნებულებმა კიდევ ერთხელ მიმართეს მოთხოვნით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოუწოდეს დროულად მოიყვანოს სისრულეში უზენაეი სასამართლოს გადაწყვეტილება.
        გოჩა ჯიქია. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ონოღიის ყოფილი რწმუნებული: „ვაპროტესტებ გამგეობის მოქმედებას, რომ არ აღასრულეს უზენაესი სასამართლოს  გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე ბიუჯეტი ყოველდღიურად ზარალდება, რაც დღესდღეობით დაახლოებით 400 ათას ლარს შეადგენს. ჩვენ დათმობას და გაჩერებას არ ვაპირებთ."

вторник, 13 сентября 2016 г.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყოფილ რწმუნებულებს 356 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს...

     მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა რწმუნებულებმა სასამართლო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრა მოითხოვეს. გამგებელი ადგილზე არ იმყოფებოდა და შეხვედრის პასუხისმგებლობა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტმა გიორგი ძარიამ აიღო თავზე. მან ყოფილ რწმუნებულებს განუცხადა: „მე მიკვირს თქვენი აჟიოტაჟი. აღსრულების სისრულეში მოყვანისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში არ არის".
     ლია გულორდავა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი: „ჩვენი მოთხოვნაა სასამართლო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა. ანუ უკანონოდ განთავისუფლებული რწმუნებულების დაბრუნება თავიანთ სამუშაო ადგილზე და კომპენსაციის მიღება. პასუხი ძალიან ბუნდოვანია".
     მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყოფილი რწმუნებულების სასარგებლოდ კომპენსაციის სახით უნდა გადაიხადოს 356 ათასი ლარი.

пятница, 2 сентября 2016 г.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ყოფილი რწმუნებულები თანამდებობებზე აღდგენას ითხოვენ

      მარტვილის მუნიციპალიტეტის 21 სოფლის ყოფილი რწმუნებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. როგორც ყოფილი რწმუნებულები აღნიშნავენ  განთავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად მათი თანამდებობებზე აღდგენა ჭიანურდება.
     მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანისთვის ათდღიანი ვადა 10 სექტემბერს ეწურება.

среда, 31 августа 2016 г.

კანდიდატის წარდგენა...

 
          ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ზაალ გოროზია მარტვილის მაჟირიტარი დეპუტატის კანდიდატად წარადგინა.
       
      ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ გოროზია 2003-2006 წლებში იკავებდა მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას. 2006-2014 წლებში - მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ხოლო, 2014 წლიდან დღემდე საკრებულოს წევრი და ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.