среда, 23 ноября 2016 г.

მერანმა თასი ვერ მოიპოვა

  ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სრული ანშლაგი იყო. სადაც დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალი გაიმართა. ერთმანეთს მარტვილის,,მერანი" და ქუთაისის ,,ტორპედო" შეხვდა.
  თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. აღასანიშნავია, რომ „მერანი" არსებობიდან თასის ფინალში პორველად იბრძოდა. მიუხედავად დიდი მონდომებისა „მერანი" ტორპედოსთან დამარცხდა ანგარიშით: 2-1.

დამარცხებამ გულშემატკივრებში იმედგაცრუება გამოიწვია.
  გია ქიქავა. „მერანის" გულშემატკივარი:  ,,გამარჯვების მოლოდინი ძალიან დიდი გვქონდა, თუმცა მერანმა ეს ვერ მოახერხა, მთავარია ფინალში ღირსეულად იასპარეზა".
მერანის ფეხბურთელი თვლის, რომ მიზნამდე ცოტა დააკლდათ და მადლობას უხდის გულშემატკივრებს.
      აკაკი შულაია. „მერანის" ფეხბურთელი:  „პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ ჩვენი თამაშის წაყვანა, რასაც მეორე ტაიმზე ვერ ვიტყვით, რადგან მეორე ტაიმში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო, უბრალოდ რაღაც დაგვაკლდა მიზნის მისაღწევად, მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისთვის, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს, ასევე მადლობა მათ ვინც ვერ მოახერხა მოსვლა, მაგრამ გვგულშემატკივრობდა".
   /მოგვაწოდა აკო ქიქავამ/

понедельник, 21 ноября 2016 г.

ბუტია გამგებელი


   მარტვილის მუნიციპალიტეტის ჩვიდმეტი  საკრებულოს წარმომადგენელი, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ განთავისუფლებულნი, უზენაესი სასამართლოს განჩინებით აღდგენილ იქნენ თანამდებობებზე. ისინი მუშაობას შეუდგნენ, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავენ გამგებელმა მათ მომჩივნები უწოდა და ბოიკოტი გამოუცხადა.
   მოგელი ჯოჯუა. გამგებლის რწმუნებული ტალერის საკრებულოში: „ტალერის საკრებულოში ჯერ კიდევ არაა გაფორმებული ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი. სახელმწიფო კომპიუტერი, რომლის ღირებულება შეადგენს 1087 ლარს არასოდეს არ განთავსებულა საკრებულოს სამუშაო ოთახში, მაგრამ ორ წელზე მეტია საკრებულოს საკუთრებაშია. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორ სხდომაზე მისი მოტანა განხილვის საგანი გახდა, შედეგი არ არის. გამგებელი მომჩივნებს გვიწოდებს და არ გვეკონტაქტება. უარესიც, სპეციალისტებს უკრძალავს ჩვენთან მუშაობას და ურთიერთობას"

воскресенье, 6 ноября 2016 г.

სამართლიანობა აღდგა(?!)

    2012 წლის არჩევნებით ხელისუფლებაში მოსულმა ქართულმა ოცნებამ ე.წ. „პარტიული წმენდა" ჩაატარა. რასაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულების განთავისუფლებაც მოჰყვა.
     დაზარალებულმა მხარემ სასამრთლოს მიმართა...
     უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით განთავისუფლებული რწმუნებულები უნდა აღდგენილიყვნენ თანამდებობებზე მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე. მათი აღდგენა კი მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს მოხდა
. განაცდური ჯერ არ მიუღიათ.
     გოჩა ჯიქია. გამგებლის წარმომადგენელი სოფ. ონოღიაში:  „ბრძანება დაიწერა 2016 წლის პირველ ნოემბერს. ყველა განთავისუფლებული რწმუნებული დაუბრუნდა თანამდებობას და შეუდგა მოვალეობის შესრულებას. ამჟამად მიმდინარეობს ინვენტარიზაციის მიღება-ჩაბარების პროცესი.
    დავა ისევ გრძელდება სასამართლოში, რადგან ოთხ თვეზე მეტია გასული სასამართლო გადაწყვეტილებიდნ და ამ პერიოდის განაცდურის დარიცხვაზე გამგეობა უარს ამბობს. ადვოკატს სარჩელი მზად აქვს და დღე-დღეზე შეიტანს სასამართლოში. აგრეთვე მიდის მასალების შეგროვება მორალური ზიანის მიყენების გამო სარჩელის მოსამზადებლად."

среда, 2 ноября 2016 г.

პირველი ლიგიდან თასის ფინალამდე!

     მარტვილის „მერანი" საქართველოს თასის ფინალშია!
 დღეს მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახ. სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალი გაიმართა. ერთმანეთს შეხვდა მარტვილის „მერანი და საჩხერეს „ჩიხურა". მატჩი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მერანმა უმაღლეს ლიგაში პირველ ადგილზე მყოფი გუნდი ანგარიშით -  3:0 დაამარცხა.
   აკაკი შულაია („მერანის" ფეხბურთელი): -რამდენადაც ვიცი მარტვილი არასოდეს არ ყოფილა თასის ფინალში. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს. ჩვენ ისინი გვაძლიერებს და ვპირდებით, რომ თასის მფლობელი გავხდებით"
   მარტვილის გუნდი პირველ ლიგაში ასპარეზობს. გუნდი, რომელიც რამოდენიმე თვის წინ სკანდლში იყო გახვეული. მიუხედავად  ბევრი წინააღმდეგობისა „მერანი" წინ მიიწევს.
    22 ნოემბერს მარტვილის „მერანი" დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალში ქუთაი
სის „ტორპედოს" დაუპირისპირდება.