Pages

пятница, 30 сентября 2016 г.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პედაგოგებს შეხვდა... მაჟორიტარი კანდიდატი „უკეთესი“ შეკითხვის მოლოდინში...


2016 წლის 29 სექტემბერს 20:00 საათზე მარტვილის . ხუხუას სახელობის კულტურის სახლში სრული ანშლაგი იყო. მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა.მან ზოგადად ისაუბრა განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე. შეკითხვა მინისტრისთვის არავის დაუსვამს. ერთ-ერთი გაუქმებული სკოლის პედაგოგების გულისტკივილი ჩვენ მივიტანეთ მინისტრამდე შეკითხვით:

   - შესაძლებელია თუ არა სკოლის აღდგენა?
   - შესაძლებელია.
    -გაგრძელდება თუ არა სკოლების შემცირება?
    - ესეც შესაძლებელია.
    სცენაზე ლექციის სტილში კარგი მინისტრი, მთლად სახარბიელო რესპონდენტი ვერ აღმოჩნდა.
    შეხვედრას მარტვილის რამოდენიმე სოფლის გამგებლის წარმომადგენელიც ესწრებოდა. ასევე ესწრებოდა დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ოთარ დანელია. ის ჩვენმა შეკითხვამ, ეს შეხვედრა იყო თუ არა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, ძალიან გააღიზიანა და ბრაზით მოგვიგო: - უკეთესი კითხვა ვერ მოიფიქრეთ?!

    ვერ მოვიფიქრეთ ბატონო ოთარ! თქვენი ხელისუფლება ხომ ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევს!!!

среда, 28 сентября 2016 г.

ნინო ბურჯანაძე მარტვილში


   დღეს მარტვილელ ამომრჩეველს ნინო ბურჯანაძე შეხვდა. უპასუხა მათ შეკითხვებს. ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
   „ჩვენი ამოცანაა ქვეყანა გავამთლიანოთ. საქართველო გამთლიანების გარეშე ვერ იქნება სრულყოფილად ფეხზე დამდგარი.
   ამ არჩევნებში გამარჯვებისთანავე დავიწყებთ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას. ამავდროულად ვიზრუნებთ, რომ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან პირდაპირი დიალოგი იყოს და საბოლოო ჯამში მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი."
    ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას.
    „არ ვაპირებ გაწევრიანებას ნატოში და არც სხვა ორგანიზაციაში. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ რუსული სამხედრო ბაზები გავიდნენ საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ ურთიერთობა გვექნება დასავლეთთანაც და აღმოსავლეთთანაც, მაგრამ ჩრდილოეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე საქართველო თავის პრობლემებს ვერ მოაგვარებს"

суббота, 17 сентября 2016 г.

პროტესტი მარტვილში

        დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა და 2013 წელს განთავსუფლებულმა სოფლის რწმუნებულებმა კიდევ ერთხელ მიმართეს მოთხოვნით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოუწოდეს დროულად მოიყვანოს სისრულეში უზენაეი სასამართლოს გადაწყვეტილება.
        გოჩა ჯიქია. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ონოღიის ყოფილი რწმუნებული: „ვაპროტესტებ გამგეობის მოქმედებას, რომ არ აღასრულეს უზენაესი სასამართლოს  გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე ბიუჯეტი ყოველდღიურად ზარალდება, რაც დღესდღეობით დაახლოებით 400 ათას ლარს შეადგენს. ჩვენ დათმობას და გაჩერებას არ ვაპირებთ."

вторник, 13 сентября 2016 г.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყოფილ რწმუნებულებს 356 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს...

     მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა რწმუნებულებმა სასამართლო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრა მოითხოვეს. გამგებელი ადგილზე არ იმყოფებოდა და შეხვედრის პასუხისმგებლობა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტმა გიორგი ძარიამ აიღო თავზე. მან ყოფილ რწმუნებულებს განუცხადა: „მე მიკვირს თქვენი აჟიოტაჟი. აღსრულების სისრულეში მოყვანისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში არ არის".
     ლია გულორდავა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი: „ჩვენი მოთხოვნაა სასამართლო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა. ანუ უკანონოდ განთავისუფლებული რწმუნებულების დაბრუნება თავიანთ სამუშაო ადგილზე და კომპენსაციის მიღება. პასუხი ძალიან ბუნდოვანია".
     მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყოფილი რწმუნებულების სასარგებლოდ კომპენსაციის სახით უნდა გადაიხადოს 356 ათასი ლარი.

пятница, 2 сентября 2016 г.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ყოფილი რწმუნებულები თანამდებობებზე აღდგენას ითხოვენ

      მარტვილის მუნიციპალიტეტის 21 სოფლის ყოფილი რწმუნებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. როგორც ყოფილი რწმუნებულები აღნიშნავენ  განთავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად მათი თანამდებობებზე აღდგენა ჭიანურდება.
     მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანისთვის ათდღიანი ვადა 10 სექტემბერს ეწურება.