четверг, 15 марта 2018 г.

                                კომაროველები

    მარტვილის კერძო სკოლა „სხივი"-ს დარბაზში ჩატარდა ვლ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე საჯარო სკოლის „შაბათის სკოლის" მარტვილისა და ხონის ფილიალების მოსწავლეთა შეჯიბრება-კონკურსი. რომელსაც ესწრებოდნენ მარტვილისა და ხონის რესურსცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.  
   შეჯიბრება-კონკურსი შეაფასა ჟიურიმ. 



მონაწილეებს გადასცეს დიპლომები. ღონისძიებას მხოლოდ შეჯიბრის სახე არ ჰქონდა, გათვლილი იყო მოსწავლეების დამეგობრებაზე.
  ბოლოს საზეიმოდ გაჭრეს ტორტი.
  შეჯიბრება-კონკურსის ორგანიზატორი იყო მარტვილის ფილიალის მენეჯერი კახა მოსიძე და პედაგოგი შორენა ქავზინაძე.

вторник, 27 июня 2017 г.

საწვრთნელი ბაზა სოფელ სერგიეთში

   მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ სერგიეთში საზეიმოდ გახსნეს საწვრთნელი ბაზა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარტვილის საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და საფეხბურთო კლუბ „მერანის" ფეხბურთელები.
    მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის ელჩი ზურაბ ხიზანიშვილი.



   საწვრთნელ ბაზაზე მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც ასახული იყო შენობა-ნაგებობის მდგომარეობა რეაბილიტაციამდე, რეაბილიტაციის პროცეში და როგორი იქნება რამოდენიმე თვეში. 

четверг, 25 мая 2017 г.

სახელმწიფოსგან მიტოვებულნი!!!

  მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფ. ტალერში იმ ადამიანების ოჯახები გადავიღეთ, რომელთაც სახელმწიფო ადამიანებად არ თვლის. უკანასკნელი იმედის ძაფიც რომ გაუწყვიტეს და შავ-თეთრი ტელევიზორის გამო ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნეს. შესაბამისად ფულადი დახმარებაც,  სულ მცირე 30 ლარიც კი!!!
   ამ ოჯახიების ფოტოებს ვაქვეყნებთ, დანარჩენი მკითხველისთვის მიგვინდვია.









пятница, 12 мая 2017 г.

სექტა თუ ვანდალიზმი?!

მარტვილის რაიონის სოფელ ზემო ნაგვაზაოში, ათამდე საფლავი შეურაცხყვეს.
საფლავის ქვებს სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, მსგავსი ფაქტი აქამდე არ მომხდარა. ისინი შესაბამის ორგანოებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.



понедельник, 1 мая 2017 г.

სოფელ ვედიდკარის მოსახლეობა სამართლიანობის აღდგენას ითხოვს

   მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ვედიდკარში რამოდენიმე  ჰა მიწის ნაკვეთზე დავა ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ თანასოფლელ რომან რურუას შორის წლებია დავა მიდის. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი რომან რურუამ იჯარით აიღო, შემდეგ კი შეისყიდა.
    ვედიდკარის მოსახლეობა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. გამგებელმა სტუმრები სათათბირო დარბაზში მიიპატიჟა, მათ მშობლიურ (მეგრულად) ენაზე ესაუბრა, მაგრამ საიმედო ვერაფერი უთხრა... ჩვენთან ინტერვიუზე კი უარი განაცხადა!!!

четверг, 13 апреля 2017 г.

კომაროვის სახ. საშაბათე სკოლა მარტვილში



თბილისის ვლ. კომაროვის სახ. 199-ე საჯარო სკოლის მარტვილის საშაბათე სკოლაში - მენეჯერი კახა მოსიძე - ჩატარდა თემატური ღონისძიება. ჟიურმა გამოავლინა გამარჯვებულები და გადასცა სამახსოვრო სჩუქრები. ხოლო ღონისძიების ყველა მონაწილეს გადასცეს სიგელები.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად გაჭრეს ტორტი „კომაროველები".



სკოლა ფუნქციონირებს რამოდენიმე თვეა, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან მათემატიკისა და უნარების საფუძვლებს.